28 სექტემბერს "ჩემი ოჯახის კლინიკა" ყვარლის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვებს ჩაუტარებს.
აქციის ფარგლებში ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში მისულ პაციენტებს „ჩემი ოჯახის კლინიკის" თბილისის ამბულატორიული კლინიკიდან ჩასული ანგიოლოგი, ონკოლოგი, მამოლოგი და ექოსკოპისტი მოემსახურებათ.
უფასო სამედიცინო გასინჯვები ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაგრძელდება.