„ჩემი ოჯახის კლინიკამ" საქართველოს მასშტაბით ქსელში შემავალ საავადმყოფოებისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი მანქანები შეიძინა.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს „რესპუბლიკას" და თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ახალი „ფორდის" მარკის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები შეემატა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უმოკლეს ვადაში ადგილზე მისვლასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარების აღმოჩენას უზრუნველყოფს.
მანქანები აღჭურვილია 2012 წლის უახლესი აპარატურით და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
.„ჩემი ოჯახის კლინიკამ" აჭარის რეგიონში არსებულ საავადმყოფოებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების მობილიზება სეზონის გახსნამდე უზრუნველყო.
„ჩემი ოჯახის კლინიკის " პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ლალიაშვილმა, როგორც სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში განაცხადა „ჩემი ოჯახის კლინიკა" სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით განაგრძობს ქსელში არსებულ კლინიკებში, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ახალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების შეძენას.