აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ A/H1N1 ვირუსით დაავდებულთა რაოდენობის ზრდის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც გრიპი 2009-H1N1-I ქყვეყანაში გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის შემოღების საფუძველი გახდა.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება აუცილებლობის შემთხვევაში მოქმედების შესაძლებლობებს უზრდის სამედიცინო დაწესებულებებს.
"როდესაც საუბარია ამ დაავადებაზე, მათ (სამედიცინო დაწესებულებებს. ღედ.) უფლება ეძლევათ იმოქმედონ ფედერალური სტანდარტების მოთხოვნების არეალს გარეთ", _ იტყობინება თეთრი სახლი.
"ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომის საფუძველი A/H1N1-სადმი რჩება მზადყოფნა ყველა _ პირად, საქმიან და სამთავრობო დონეებზე", -ნათქვამია თეთრ სახელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
აშშ-ში A/H1N1 დაავადებულთა საერთო რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა. "ღორის გრიპმა" ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.