NDI-ს მიერ 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კრიმინალის დონე საქართველოში იგივე დარჩა.
აღნიშნული კვლევის მონაწილეთა 31% მიიჩნევს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა, საპირისპირო აზრი კი გამოკითხულთა 11%-ს აქვს. გამოკითხულთა 13%-ს აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემა უჭირს.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა მიმდინარე წლის 18 აგვისტო - 3 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა და მასში მონაწილეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულმა 3 838-მა რესპოდენტმა მიიღო.