კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდას და მთავრობისა და პრემიერის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს, დღევანდელ პლენარული სხდომის კენჭისყრაზე არ გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით საკითხის კენჭისყრაზე გატანა პარასკევისთვის არის დაგეგმილი. მისივე თქმით ეს არის თემა რომელზეც უმცირესობასთან კონსესუსი მიღწეულია.
,,კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციატორების მხრივ შემოსული იყო წინადადება საკითხი კენჭისყრაზე პარასკევის პლენარული სხდომისთვის გადაგვეტანა. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე უმცირესობასთან კონსესუსი მიღწეულია. საუბარია პარლამენტის უფლებამოსილების გაფართოებას, მთავრობისა და პრემიერის უფლებების შეზღუდვის ხარჯზე. რაც შეეხება ქვორუმს და პარლამენტის გადატანის თემას, ეს ცალკე თემებია და მისი განხილვა მომავალ სხდომებზე გაიმართთება"- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები