19-21 სექტემბერს სასტუმრო Holiday inn-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით და ევროკომისიის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში გაიმართება კონფერენცია თემაზე „ეკონომიკურ-საფინანსო სფეროში დანაშაულებათა შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და მონაცემთა დამუშავება". კონფერენციას დაესწრებიან საფრანგეთის, ავსტრიის, შვედეთის, ჰოლანდიის, ისრაელის, თურქეთის, უკრაინის, ლიტვის,აზერბაიჯანის და სომხეთის ანალოგიური უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები. ასევე მონაწილეობას მიიღებენ ევროპოლის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების ექსპერტები.
საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ კონფერენციას უკვე მესამე წელია მასპინძლობს.
მასალის გამოყენების პირობები