ამერიკული კვლევითი ცენტრის საგარეო ურთიერთოების საბჭო საქართველოსა და უკრანის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის ყოველწლიურად განხილვის გაგრძელებას მოითხოვს.
ამის შესახებ ორგანიზაციამ სპეციალური მოხსენება გამოაქვყნა, სადაც ნატო-ს გაფართოებასა და საქართველო-უკრაინისთვის "ღია კარის" პოლიტიკის გაგრძელებას ითხოვს.
ამასთან, მოხსენაბაში ნათქვამია, რომ ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნატო-რუსეთის ურთიერთოების გაუმჯობესება უნდა იყოს, თუმცა ეს აღმოსავლეთ ქვეყნების ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ასევე, ანგარიშში რუსეთი მოხსენიებულია, როგორც არადემოკრატიული ქვეყანა. თუმცა საბჭოში მიაჩნიათ, რომ კრემლთან თანამშრომლობა რიგ საკითხებზე მაინც აუცილებელია.