. ნატო ბალტიისპირეთისადმი სოლიდარობის გამოსახატად რუსეთის საზღვართან მასშტაბური სამხედრო სწავლების ჩასატარებლად ემზადება.
ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში ნატოს სამხედრო სწავლება წელს პირველად, მიმდინარე თვეს გაიმართება. მასში მონაწილეობას ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალები მიიღებენ.
სამხედრო სწავლების სახელწოდებაა "Baltic Region Training Event" (სასწავლო ღონისძიება ბალტიის რეგიონში) და მისი ჩატარება 17-20 მარტსაა დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს.
ნატოს სამხედრო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბში აცხადებენ, რომ "სწავლება საორგანიზაციო ხასიათის იქნება".
"ამავე დროს ის მიზნად ისახავს ალიანსის მხრიდან მასში შემავალი ბალტიის რეგიონის ქვეყნებისადმი სოლიდარობის გამოხატვას", - აცხადებენ ნატოს სამხედრო შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბში.
მასალის გამოყენების პირობები