ნატო-ს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ "მისტრალის" შეძენის შემთხვევაში რუსეთი მას მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ არ გამოიყენებს.
ამის შესახებ ნატო-ს გენმდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრი რიგი ქვეყნის ეჭვები, რომ შესაძლოა, რუსეთმა სამხედრო ხომალდები გასული წლების მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს, სავსებით ლოგიკურია.
"საფრანგეთი რუსეთის მეგობარი ქვეყანაა და მას სრული უფლება აქვს "მისტრალის" გაყიდვის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს. თუმცა, მინდა კიდევ ერთხელ დავძინო, რომ ნატო-ს ამ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს", - აღნიშნა რასმუსენმა.