4 მარტს ქალაქ ანკარაში თურქეთის პატენტების დაჯილდოების რიგით მესამე ცერემონიალი გაიმართება.
თურქეთის საპატენტო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები და საპატენტო უწყებების ხელმძღვანელები, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ცერემონიალს დაესწრება თურქეთის პრემიერ-მინისტრი მისი აღმატებულება რეჯეფ ტაიპ ერდოგანი და თურქეთის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი ბატონი ნიჰატ ერგუნი.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის~ გენერალური დირექტორის, ირაკლი ღვალაძის ხელმძღვანელობით.