ევროკავშირი ე. წ. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსების გაზრდას გეგმავს.
მიმართვის თანახმად, 2011-2013 წლებში ე. წ. ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, გასახორციელებელი პროექტებისთვის სულ 5,7 მილიარდი ევრო გამოიყოფა. აქედან საქართველო დაახლოებით 180 მილიონ ევროს მიიღებს.
ფინანსები ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გამყარებას და პარტნიორ ქვეყნებში რეფორმების გატარებას მოხმარდება.