ხმაურით მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა ქუთაისში. ქალაქის საკრებულოს წევრებს ერთადერთი საკითხი ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით უნდა განეხილათ. კოპალიანის განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესმა დეპუტატებმა დააკმაყოფილეს და მას უფლება-მოსილება შეუწყდა. მერის უფლებამოსილების შეჩერება საკრებულოს სხდომაზე მყოფმა რიგითმა ქუთაისელებმა გააპროტესტეს, მათი განცხადებით კოპალიანი იყო მერი რომელსაც ქუთაისის განვითარება და მისი კეთილდღეობა სურდა.
„იმ ადამიანებმა რამოლებიც 9 წლის განმავლობაში ქუთაისის ბიუჯეტს სათავისოდ იყენებდნენ და ნაციონალური მოძრაობის სახელით ბიზნეს ატერორებდნენ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიის რიგები დატოვეს და „ქართულ ოცნებასა" და „საქართველოს პატრიოტ ალიანს" შეაფარეს თავი, ახლა კი მათ უფლებამოსილება შეუჩერეს მერს, რომელსაც ქალაქის განვითარება უნდოდა", - განაცხადა ნუნუ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით 11 სექტემბერს დაწერა, ის საკრებულომ მერად 5 ივნის აირჩია.