პირველად საქართველოში PFCCS (ფუნდამენტური პედიატრიული კრიტიკული დახმარება) ტრენინგი ტარდება, რომლის მიზანი აღნიშნულ კურსში (PFCCS) ტრენერების მომზადებაა.
ტრენინგი ტარდება „ჩემი ოჯახის კლინიკის" დედათა და ბავშვთა სამასახურის უფროსის მ.დ. პროფ. დავით ციბაძის ხელმძღვანელობით - „GEO-USA Cooperation" (GUMS) ეგიდით და კავშირი "დოსტაქარის" მხარდაჭერით.
როგორც ჟურნალისტებს „ჩემი ოჯახის კლინიკიდან" აცნობეს, მომზადება 4 ეტაპს მოიცავს. წელიწადში ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ დროს, საქართველოს მეიოს კლინიკის ტრენერები ეწვევიან და ჩაატარებენ ტრენინგებს, 2015 წლის გაზაფხულზე კი საქართველოს უკვე 5 სერტიფიცირებული ტრენერი ეყოლება. მათ შორის 2 ტრენერი „ჩემი ოჯახის კლინიკის" სხვადასხვა პოზიციზე მუშაობს.
PFCCS კურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში მეიოს კლინიკის მიერ სამი წელის წინ დაინერგა. 2015 წლიდან ქართველ ლიცენზირებულ ტრენერებს საშუალება ექნებათ მოიწვიონ ევროპის და აზიის ნებისმიერი ქვეყნიდან პედიატრები და მოამზადონ აღნიშნულ კურსში, ვინაიდან საქართველო პირველია ჩვენს კონტინენტზე PFCCS-ის ლიცენზირებული ტრენერების თვალსაზრისით.