სოციალური მომსახურების სააგენტო თბილისის მერს გიგი უგულავას პასუხობს. როგორც ჟურნალისტებთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ განაცხადა ისინი კანონის შესაბამისად მოქმედებენ და უკანონო არაფერი არ ჩაუდენიათ.
,,საპენსიო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2006 წელსაა მიღებული პიროვნება, რომელიც იღებს შრომით ანაზღაურებას საჯარო სამსახურში, ის არ ღებულობს პენსიას", _განაცხადა ჟურნალისტებთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნოე ქინქლაძემ.
შეგახსენებთ, თბილის მერმა გიგი უგულავას დღეს საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მიღებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეებს, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს ან სახელმწიფოსგან სხვა სახის სოციალურ დახმარებას იღებდნენ შეუწყდათ დაფინანსება.