აფხაზეთში მოკლული რუსი დიპლომატის მეუღლის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად სოხუმის საავადმყოფოშია მოთავსებული მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ოლგა ვიშერნევა ყელისა და ხერხემლის არეშია დაჭრილი. მას მოტეხილი აქვს ხერხემლის მეშვიდე მალა, მარცხენა ნავიწი და ამჟამად შოკურ მდგომარეობაშია.
„ვიშერნევას უკვე გაუკეთდა ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას ტრავმატოლოგები, ნეიროქირურგები და ქირურგები მონაწილეობდდნენ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მოკლული დიპლომატის მეუღლე საავადმყოფოში აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს დილით, აფხაზეთში არსებული რუსეთის ე.წ. საელჩოს პირველ მდივანზე დიმიტრი ვირეშნევზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. გამოყენებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. თავდამსხმელებმა დიპლომატის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. დიპლომატი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე რომელიც ასევე მძიმედ დაიჭრა და ამჟამად სოხუმის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია მოთავსებული.