ხვალ, 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის პარალელურად წყალდიდობაა მოსალოდნელი. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან' საუბარში ჰიდროპროგნოზირების ბიუროს უფროსმა ქეთევან წიკლაურმა განაცხადა მოსალოდნელია პატარა მდინარეების ადიდება.
,,ძლიერი წვიმის გამო თავისთავად ცხადია მდინარეებში წყლის მოცულობა მოიმატებს. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში პატარა მდინარეებში. რაც შეეხება იმას სად მოხდება სტიქია და რა ფორმით ამის თქმა ნამდვილად არ შეგვიძლია", _განაცხადა ქეთევან წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 4 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.