თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-4 კილომეტრზე მდებარე სასტუმრო "უშბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად შენობის ნაწილი დაიწვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, დაახლოებით 40 წუთის წინ შენობაში ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებლის სამზარეულოს გაუჩნდა, თუმცა ადგილზე სახანძრო სამსახურის დროულად მისვლის გამო, მისი ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 40 კვარდრატული მეტრის ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა.