31 აგვისტოს 14 საათზე შატილში სახალხო დღესასწაული „შატილობა" გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კუთხური ტრადიცები: ლუდის კოდის დალოცვა, დოღი და მკლავჭიდი.
საღამოს კი გალა კონცერტი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ადგილობრივი ასევე მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და მოძრაობის თეატრი.
ღონისძიება დუშეთს მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს ორგანიზებით იმართება. "შატილობის" მხარდამჭერი კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.