ჩილეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასაცავად ათი ათასზე მეტი ჯარისკაცი პატრულირებს, თუმცა ისინი ქაოსის თავიდან აცილებას შეუძლებლად მიიჩნევენ. მარადიორებმა ქალაქში ხამძარი გააჩინეს.
ჩილეს თავდაცვის მინისტრმა, ფრანჩესკო ვიდალიმ განაცხადა, რომ მთავრობა არეულობის და მარადიორობის შესაწყვეტად სამშაბათიდან კომენდანტის საათს გამოაცხადებს. ქალაქის მერმა ვან რისელბერგმა კი უფრო მეტი ჯარის მობილიზება მოითხოვა მთავრობისგან.
"შეიარაღებული ადამიანები თავს ესხმიან რეზიდენციებს, ხალხი შეშინებულია," - აცხადებს ვან რისელბერგი.
ჩილეს ოფიციალურმა პირებმა საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდეს, რადგან აუცილებელი გახდა დროებითი ხიდების აგება, წყლის გამწმენდი სისტემის, ელექტრო გენენერატორების მომარაგება