საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იუვალ ფუქსთან.
შეხვედრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და განათლების სფეროებში, რაზეც გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა 2013 წლის ივნისში ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
მასალის გამოყენების პირობები