საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ნიკოლა სარკოზისა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2008 წლის აგვისტოს ომიც იყო.
მედვედევის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს ომმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ არსებული ევროპული უსაფრთხოების სისტემა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და მისი მოდერნიზება აუცილებელია.
მედვედევის თქმით, მის მიერ ინიცირებული უსაფრთხოების სისტემა მსგავს პრობლემებს ბევრად ადვილად გადაჭრიდა. მან საფრანგეთის პრეზიდენტს რუსეთ-საქართველოს ომის დარეგულირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოში მისი მიზანი როგორც რუსეთის, ისე ევროპის ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იყო.