"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" რამდენიმე ორგანიზაციასთან ერთად ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე ერთი კანდიდატი ეყოლება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობთ, ალბათ ჩვენც წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატს. დღევანდელი მდგომარეობით, რამდენიმე ადამიანზე ვფიქრობთ; ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი, თუმცა ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ალბათ ერთ კანდიდატს დავასახელებთ. შესაბამისად, ვფიქრობთ ეს იქნება მართლაც ის ადამიანი, რომელიც შეძლებს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ზუსტად ამ პერიოდში, როდესაც არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. მთავარია, რომ ეს ადამიანი იყოს მიუკერძოებელი, არ იყოს დაკავშირებული არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, უნდა იყოს პროფესიონალი და ძალიან პრინციპული. პრინციპულობა არის ზუსტად ის, რაც სჭირდებოდა და სჭირდება ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს", - აცხადებს გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები