2013 წლის 13 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიიღო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჩენ ძიანფუ (Chen Jiafu), რომელმაც დაასრულა თავისი მოღვაწეობა საქართველოში ელჩის რანგში.
შეხვედრის დროს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს იმ წვლილისთვის, რომელმაც მან შეიტანა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების საქმეში და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები