გაეროს საქართველოში ახალი სპეციალური წარმომადგენელი ჰყავს. იოჰან ვერბეკეს ფინელი დიპლომატი ანტი ტურუნენი შეცვლის.
ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ფინეთი ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, ტურუნენმა კონფლიქტის დარეგულირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა.
ამ დროისთვის ის ეუთო-ში ფინეთის ელჩის მოვალეობას ასრულებდა. ფინელი პოლიტიკოსების შეფასებით, ტურუნენი რეგიონის პრობლემებს კარგად იცნობს და მისი მუშაობა გაეროს წარმომადგენლის პოსტზე ეფექტური იქნება.