კომპანია IC Model Management-ის მიერ ჩატარდება Elite Model Look Georgia-ს შესარჩევი ტური აჭარაში და გურიაში. აჭარის რეგიონული კასტინგი გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში
17 აგვისტოს 14:00 საათზე, ხოლო გურიის რეგიონალური კასტინგი ჩატარდება ოზურგეთის თეატრში 14:00 საათზე. ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ Elite Model Look Georgia-ს ორგანიზატორი ქ-ნი ია კიწმარიშვილი.
ჟიურის წევრები შეხვდებიან მონაწილეებს, ჩაუტარებენ მათ გასაუბრებას, რის შედეგადაც შეირჩევა ნახევარფინალისტები. რგიონალური შესარჩევი ტურები ამით დასრულდება და რეგიონული კასტინგების შედეგად შერჩეული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ თბილისში, თბილისი მოლში 7 სექტემბერს 14:00 საათზე დაგეგმილ ნაციონალურ კასტინგში.
კომპანია IC Model Management-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის შესარჩევი ტური უკვე მეშვიდეთ ტარდება საქართველოში.
N1 სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2013-ის რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში და დასრულდება 5 სექტემბერს.
რეალობად ქცეული ოცნება
პროექტი "Elite Model Look Georgia" გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსის "Elite Model Look"-ის შესარჩევი ტური საქართველოში. "Elite Model Look"-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროზიო და სხვები.
"Elite Model Look Georgia" უკვე მეშვიდეთ, წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში კომპანია "IC Model Management"-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.
უნიკალური შესაძლებლობა გახდე მსოფლიო მოვლენის ნაწილი
ელიტის წარმომადგენლები საქართველოში აწარმოებენ ახალი სახეების ძიებას იმისათვის, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიო აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის. Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2012) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე და ლიკა მეტრეველი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
წელს 21 ივლისიდან 7 სექტემბრამდე გაიმართება რეგიონალური შესარჩევის კასტინგები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი
პროფესიულობის, სილამაზის და ელეგანტურობის საუკეთესო კომბინაცია
მიმდინარეობს მსურველების ონლაინ რეგისტრაცია ღონისძიების
ვებ გვერდზე - www.elitemodellook.com/ge და
facebook გვერდზე https://apps.facebook.com/elitecastingge
რეგიონალური ტურების ბოლოს, 7 სექტემბერს თბილისი მოლში გაიმართება ნაციონალური კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩევიან კონკურსანტები, რომლბიც გააგრძელებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად. ფინალურ შოუზე გამარჯვებულებს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.
კომპანია "აი სი მოდელ მენეჯმენტი" კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს:
- გოგონებს
14-დან დან 22 წლამდე ასაკის
მინიმუმ 170cm სიმაღლის
- ვაჟებს
16-დან 24 წლამდე ასაკის
მინიმუმ 180cm სიმაღლის
წელს Elite Model Look Georgia 2013 - რეგიონული კასტინგები გაიმართება:
21 ივლისი/ 14:00-ქუთაისი-ოპერის თეატრი
23 ივლისი/ 14:00-გორი-კინოთეატრი გამარჯვება
26 ივლისი/ 14:00-გურჯაანი-კულტურის ცენტრი
29 ივლისი/ 14:00-ზუგდიდი-არტ გალერეა
17 აგვისტო/14:00-ბათუმი-თეატრი
18 აგვისტო/14:00-ოზურგეთი-თეატრი
7 სექტემბერი/14:00-თბილისი მოლი
ფინალური კასტინგი ჩატარდება თბილისში 7 სექტემბერს, სადაც სავარაუდოთ შეირჩევა 15 გოგონა და 15 ვაჟი, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საუკეთესო დამწყები მოდელის ტიტულის მოსაპოვებლად.
კონკურსანტები გაივლიან წინასაკონკურსო მოსამზადებელ ეტაპს ვაკის საცურაო აუზის "ნეპტუნის" ბაზაზე და ქალთა კლუბ "ქარვსის" დახმარებით. კონკურსანტების პორტფოლიოებზე იზრუნებს კომპანია "კიკალა-სტუდიო".
Elite Model Look-ის შესახებ
"Elite Model Look"-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონას იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო "Elite Model Management"-თან და 300 000 ევროს საპრიზო ფონდი.
E-mail: neliicmodels@gmail.com , bookericmodels@gmail.com