თბილისის ნაწილს, 1-ელ აგვისტოს სარემონტო სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკით ირკვევა, რომ ელექტროენერგია ნაწილობრივ შეეზღუდებათ, საბურთალოს, ნაძალადევის, სამგორის, ისანის, ვაკის, კრწანისის, დიდუბისა და გლდაბის რაიონებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის მე-6 კილომეტრის მაცხოვრებლებს. შეზღუდვა ასევე შეეხება საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული შეზღუდვის შესახებ ამ ორგანიზაციას კომპანია „თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას, ნუცუბიძის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ნოსტეს, ჩოდრიშვილის, უიარაღოს და კახიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV კვარტლის და კალოუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, მათიაშვილის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და მოსაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III და ფონიჭალის III „ა" მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის და ქურდიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის და ასკურავას ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მაცხოვრებლებს.