ოსმა სეპარატისტებმა ქართულ მხარესთან საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე უარი განაცხადეს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ერგნეთში მათ განაცხადეს, რომ „სახელმწიფო საზღვრის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების" ქართულ მხარესთან განხილვას არ აპირებენ. განცხადება ამის შესახებ მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
„ჩვენ საჭიროდ არ მიგვაჩნია საქარველოსთან ის საკითხები განვიხილოთ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შიდა ღონისძიებებს ეხება", _ განაცხადა გაგლოითიმ.
ამას გარდა, შეხვედრაზე, ოსმა სეპარატისტებმა მათი ე.წ. მოქალაქის ბორის ტურაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს, რომელიც მათი თქმით, საქართველოს ციხეში იმყოფება. მას 28 წელი აქვს მისჯილი.
ამას გარდა, შეხვედრაზე ასევე შეეხენ 18 სექტემბრიდან ცხინვალის რეგიონში დანარჩენი საქართველოდან ავტოტრანსპორტის შესვლის აკრძალვის საკითხსაც.
მასალის გამოყენების პირობები