თელვის რაიონის სოფელ ართანაში მგლები მაისურაძეების ცხვრის ფარას თავს დაესხა. ნადირმა ხუთი სული ცხვარი მოკლა, ხოლო ათამდე დაგლიჯა.
ადგილობრივების განმარტებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მტაცებელი სოფელს თავს ესხმის, მაგრამ მათ მგლის მოკვლა დაწესებული მაღალი ჯარიმის გამო არ შეუძლიათ.
მათი განმარტებით მტაცებელი საღამოს საათებში სოფელში ხშირად ჩნდება რის გამოც მოსახლეობა სამონადირეო ჯგუფების შექმნას ითხოვენ.