საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეჟისორ რობერტ სტურუას უმასპინძლა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, რობერტ სტურუას წელს დაბადებიდან 75 წელი უსრულდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა მას საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრმა ცნობილ ქართველ რეჟისორს დღეგრძელი სიცოცხლე და ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება უსურვა.