უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების ვიქტორ იუშჩენკოსა და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა მოსკოვის პოზიციაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ რუსეთიდან სამსობლოში დაბრუნებულმა უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა პიოტრ პოროშკომ განაცხადა.
"ჩვენს მიერ მოხდა ასეთი შეხვედრის აუცილებლობის დეკლარირება. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა", - განაცხადა პოროშკომ.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა ერთმანეთისა და ქვეყნების დაოკიდებულების შესახებ პოზიციების წერილობითი ფორმით გამოაქვეყნეს, რამაც რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.
უკრაინის პრეზიდენტმა, თავისი რუსი კოლეგის მიერ გამოთქმულ საყვედურებს ოფიციალური კიევის მიმართ, საკმაოდ მოზომილი პასუხი გასცა სადაც არნიშნა, რომ მოსკოვს მისი ქვეყნისა და ხელისუფლების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს.