დღეს კიკალა-სტუდიოში Elite Model Look Georgia-ს ორგანიზატორის ია კიწმარიშვილის მიერ გაიმართა პრესკონფერენცია სამოდელო კონკურსის Elite Model Look Georgia 2013-ს რეგისტრაციის მიმდინარეობისა და რეგიონალური ტურების ჩატარების შესახებ.
პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ "კიკალა-სტუდიო"-ს დამფუძნებელი მამუკა კიკალიშვილი და Elite Model Look Georgia 2012-ს გამარჯვებული ლიკა მეტრეველი.
კომპანია IC Model Management-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის შესარჩევი ტური უკვე მეშვიდეთ ტარდება საქართველოში.
უნიკალური შესაძლებლობა გახდე მსოფლიო მოვლენის ნაწილი
ელიტის წარმომადგენლები საქართველოში აწარმოებენ ახალი სახეების ძიებას იმისათვის, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიო აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის. Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2012) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე და ლიკა მეტრეველი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.
წელს 21 ივლისიდან 7 სექტემბრამდე გაიმართება რეგიონალური შესარჩევის კასტინგები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი
პროფესიულობის, სილამაზის და ელეგანტურობის საუკეთესო კომბინაცია
უკვე მიმდინარეობს მსურველების ონლაინ რეგისტრაცია ღონისძიების
ვებ გვერდზე - www.elitemodellook.com/ge და
facebook გვერდზე https://apps.facebook.com/elitecastingge
რეგიონალური ტურების ბოლოს, 7 სექტემბერს თბილისი მოლში გაიმართება ნაციონალური კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩევიან კონკურსანტები, რომლბიც გააგრძელებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად. ფინალურ შოუზე გამარჯვებულებს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.
კომპანია "აი სი მოდელ მენეჯმენტი" კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს:
- გოგონებს
14-დან დან 22 წლამდე ასაკის
მინიმუმ 170cm სიმაღლის
- ვაჟებს
16-დან 24 წლამდე ასაკის
მინიმუმ 180cm სიმაღლის
წელს Elite Model Look Georgia 2013 - რეგიონული კასტინგები გაიმართება:
21 ივლისი/ 14:00-ქუთაისი-ოპერის თეატრი
23 ივლისი/ 14:00-გორი-კინოთეატრი გამარჯვება
26 ივლისი/ 14:00-გურჯაანი-კულტურის ცენტრი
29 ივლისი/ 14:00-ზუგდიდი-არტ გალერეა
17 აგვისტო/14:00-ბათუმი-ინტურისტი
18 აგვისტო/14:00-ოზურგეთი-თეატრი
7 სექტემბერი/14:00-თბილისი მოლი
Elite Model Look-ის შესახებ
"Elite Model Look"-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს მიაღწიონ წარმატებას უმოკლესი გზით, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონას იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალის გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სააგენტო "Elite Model Management"-თან და 300 000 ევროს საპრიზო ფონდი.
(იხილეთ კლიპი http://www.myvideo.ge/?video_id=2082837 )