საქართველოს მასშტაბით 28 ივლისამდე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ძლიერი სიცხე მოსალოდნელი არ არის.
მისივე განმარტებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში მოსალოდნელი წვიმა.
,, დღეს და ხვალ ველოდებით წვიმას, მაგრამ ხვალიდან წვიმის ინტენსობა შედარებით იკლებს. ტემპერატურას რაც შეეხება ძლიერი სიცხე მოსალოდნელი არ არის. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება, აღმოსავლეთ საქართველოში 33 გრადუსამდე, რაც შეეხება თბილის ტემპერატურა 31 გრადუსამდე შენარჩუნდება. 25 ივლისიდან კი ტემპერატურა უფლო დაიკლებს და ის დასავლეთ საქართველოში 29 გრადუსამდე შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე, ხოლო თბილისში ჰაერი 29 გრადუსამდე გათბება", -განაცხადა სვეტა ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისივივე განმარტებით, 28 ივლისიდან ამინდი ისევ გაუარესდება და დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.