ზესტაფონის მრევლი მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსის ეპარქიიდან გაწვევას ითხოვს. ამ მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ ეპარქიის წინ აქცია გამართა და მეუფე ვახტანგს კარები აუჭედა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, მეუფე ბევრ ცუდ საქმეშია შემჩნეული, მათ შორის მრუშობასა და, დაახლოებით, ერთი მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვაში.
აქციის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.
მეუფე ვახტანგი ღვთისმსახურებას ზესტაფონში უკვე ცხა წელია ასრულებს.