საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჩენ ძიანფუ მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.