ინგუშეთში რუსი ძალოვნების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთ ერთი მათგანი ორგანიზაცია „კავკასიის იმარატის" ამირის დოკუ უმაროვის პირადი დაცვის წევრია.
აღნიშნული სპეცოპერაცია პარასკევს დაიწყო. მებრძოლები ერთ ერთ კერძო სახლში გამაგრდნენ და ფედერალურ ძალებს წინააღმდეგობას იქიდან უწევდნენ. იერიშის შედეგად ერთი სამხედრო დაიჭრა, ხოლო ორივე მებრძოლი გაანადგურეს.