სოხუმში ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელი ალექსანდრე ხლოპონინი დელეგაციასთან ერთად ჩადის. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დელეგაცია რუსული სახსრებით აშენებულ ობიექტებს დაათვალიერებს.
ხლოპონინსა და რუსულ დელეგაციას აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი შეხვდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, რუსული დელეგაციის ვიზიტის დროს უნდა დაიგეგმოს 2013-1015 წლებზე გაწერილი აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის I ეტაპი.
„ასევე, აფხაზეთის ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს შორის ხელი უნდა მოეწეროს აფხაზეთის რესბულიკისათვის ფინანსური დახმარების გაწევის ხელშეკრულებას საბიუჯეტო ინვესტიციების განხორციელებისათვის", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მასალის გამოყენების პირობები