აფხაზეთში სირიელი ლტოლვილების კიდევ ერთი ნაკადი ჩავიდა. ამჯერად, აფხაზეთში 17 ლტოლვილისგან შემდგარი ჯგუფი ჩავიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ეს ადამიანები იორდანიიდან ნალჩიკში ჩავიდნენ სადაც მათ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები დახვდდნენ.
შეგახსნებთ, რომ შაბათს 6 ივლისს ოკუპირებულ აფხაზეთში ასევე ჩავიდა სირიელ ლტოლვითა ჯგუფი, რომლებიც გუდაუთაში, სასტუმროში განათავსეს.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, ლტოლვილები გუდაუთაში მანამ იცხოვრებენ, ვიდრე მათთვის სახლები არ აშენდება.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მაისიდან აფხაზეთში სირიიდან 200-მდე ადამიანია ჩასული. მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები.
აფხაზეთში სირიიდან ჩასული ადამიანები უარს აცხადებენ ლტოლვილის სტატუსის აღებაზე და აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.