საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების თარიღი კვლავ შეიცვალა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს საღამოს გააკეთა.
ანდრო ბარნოვის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.
დღეს ბარნოვი 12 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს შეხვდა, რის შემდეგაც გაკეთდა განცხადება არჩევნების თარიღის შეცვლის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების თარიღად 27 ორტომბერი შემდეგ კი 31 ოქტომბერი დასახელდა. 31 ოქტომბერს არჩევნების დანიოშვნას საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრები მოქალაქები კრიტიკულად შეხვდნენ.