IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის მიწოდებულ კვლევებით, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ფართო საზოგადოებისთვის გასაიდულმოებულია, ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობას პარლამენტზე დაბალი რეიტინგი აქვს. აღნიშნულს „ჯი-ეიჩ-ენის" მიერ მიპოვებული კვლევის შედეგები ადასტურებს.
ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტის პოპულარობა ორი პუნქტით დაბალია ვიდრე საქართველოს პარლამენტის.
უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტს მხარს უჭერს 81 პროცენტი, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტს ნდობის 100%-იან შკალაში მხარს 79% უჭერს.
პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს ნდობის რეიტინგში შესაბამისად მეხუთე და მეექვსე ადგილები უკევიათ.
შეგახსენებთ, რომ IRI-მ კვლევა 2013 წლის მაისში ჩაატარა და ის პოლიტიკურ პარტიებს ივნისში გააცნო.