საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს დანიშნა.
,,საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო გადაწყვტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ. მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა 2013 წლის 1 ივლისის განკარგულებას და აღნიშნული სამართლებრივი აქტი უკვე გამოცემულია. შესაბამისად, შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2013 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება. დავაზუსტებ - ეს არის ოქტომბრის თვის ბოლო კვირა დღე", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.