,,საზოგადოებას არ სურს დანიშნული პრეზიდენტი რომლის ძირითადი ფუნქციაა იყოს პლასტელინი", - განაცხადა "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერმა ლიდერმა შოთა მალაშხიამ.
მისივე განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის შანსები არჩევნებში საკმაოდ რეალურია.
"ჩვენ ყველა კვლევის შედეგებს ვენდობით. ბოლო კვლევებს თუ გადავხედავთ ვნახავთ რომ ის დაახლოებით ისეთივეა როგორიც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" შარშან ამ დროს. ამიტომაც გამორიცხული არაფერია და სავსებით შესაძლებელია "ქართული ოცნების" რეიტინგი ოქტომბერში ჩვენზე დაბალი იყოს. საზოგადოებას არ სურს დანიშნული პრეზიდენტი რომლის ძირითადი ფუნქციაა იყოს პლასტელინი" , - აცხადებს მალაშხია.