4 ივლისს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში ჩართული ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებთან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა შეხვედრის მიზანს 2013 წლის 22 ივლისს ბრიუსელში დაგეგმილი ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის მოსამზადებელის საკითხების განხილვა წარმოადგენს.
შეხვედრას ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის აღმასრულებელი დირექტორი ფერნანდეს დე ლა პენია უხელმძღვანელებს.
ასევე 4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა, რომელზეც მიწვეული არიან როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე სამხრეთ ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნების წარმომადგნლები. ისინი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებაზე იმსჯელებენ. შეხვედრას ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე უხელმძღვანელებს.
ქართულ მხარეს კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები