საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ორდღიანი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. როგორც ჟურნალისტებთან ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძე შეხვედრებს გამართავს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან, სენატის საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან.
დავით ზალკალიანის განმარტებით, მაია ფანჯიკიძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ლევილს და შეხვდება ლევილის მერს დანიელ ესპრიმს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის ანალიტიკური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
,, ფრანგულ მხარესთან შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ახალი მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და კულტურისა და განათლების სფეროში კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა", _განაცხადა ჟურნალისტებთან დავით ზალკალიანმა და აღნიშნა, რომ საფრაგნგეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილება საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან.