დაკავებული სტუდენტები თორნიკე ჩიქოვანი და ნიკა ჩომახაშვილი წუხელ გვიან ღამით გაათავისუფლეს. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს"არასამთავარობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინიციატივის" წარმომადგენელმა ვასო ურუშაძემ განუცხადა, სტუდენტების გათავისუფლება რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა.
„მას შემდეგ რაც მათ მოითხოვეს ადვოკატიმ როგორც დაკავებულები აცხადებენ, პოლიცის მხრიდან აგერსია გაიზარდა. პოლიცია მათგან რაგაც საბუთებზე ხელის მოწერას ითხოვდა და 30 დღიანი პატიმრობით ემუქრებოდნენ. გვიან ღამით კი ისინი გაათავისუფლეს. ახლა ველოდებით სასამართლოს თუ გადაწყვეტილებას გამოიტანს", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ურუშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაკავებულების მხრიდან ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ პოლიციელებმა ცალკეული პოლიტიკური განცხაებები გააკეთეს.
„დღეს გაიმართება პრესკონფერენცია სადაც სტუდენტები დეტალურად მოყვბენიან მათი დაკავებისა და შემდგომი მოვლენების შესახებ", განაცხადა ურუშაძემ.
შეგახსნებეთ, რომ პოლიციამ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები თორნიკე ჩიქოვანი და ბერდია ბერიძე, ასევე, აგრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ჩომახაშვილი პერფომანსის მოწყობის მცდელობის გამო დააკავა.
ურუშაძის თქმით, სტუდენტების ქმედება, კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ჯარიმასაც კი არ ითვალისწინებდა.
„მათ ჰქონდათ პლაკატი და თოკი. პლაკატი უნდა ჩამოეკიდათ ძეგლზე გადაეღოთ ფოტო, რომელიც შემდეგ აიტვირთებოდა საიტზე. ძეგლის დაზიანების არავითარი მცდელობაც კი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. ამის მიუხედავად, სამივე სტუდენტი დააკავეს. ბერიძე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ მას თურმე ხელში არც პლაკატი და არც თოკი არ ეკავა", - განაცხადა ურუშაძემ.
მისივე თქმით, მათ მოახერხეს გასაუბრებდნენ პოლიციელს, რომელმაც კითხვაზე, თუ რატომ დააკვეს სტუდენტები, მაშინ როდესაც მათ კანონი არა თუ არ დაურღვევიათ, ამის მცდელობაც არ ჰქონიათ, პოლიციელმა განუმარტა, რომ ის ასრულებდა დავალებას და მისთვის სხვა არაფერია ცნობილი.
19 ივნისს ფილარმონიათან პოლიციამ წარწერებისთვის „არ შეხოთ უნივერსიტეტებს" სამი სტუდენტი ნიკოლოზ ჩომახაშვილი, თორნიკე ხეთაგურაშვილი და გიორგი არაბაშვილი დააკავა. მოგვიანებით სასამართლომ მათ ადმიანისტრაციული ჯარიმა 100 ლარი დააკისრა და გაათავისუფლა. გუშინ პერფორმანსი „არ შეხოთ უნივერსიტეტებს" ვაჟა ფშაველას ძეგლთან გაიმართა.