პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობა დახრულ შეხვედრას მართავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვება. უცნობია შეხვედაზე განსახილველილ საკითხებიც. უმრავლესობის წარმომადგნელებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ერთ-ერთი ვერსიით უმრავლესობა პრეზიდენტის მიერ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებების პროექტზე დადებული ვეტოს დაძლევის საკითხზე მსჯელობენ. თუმცა ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება მისი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოსტიდან წასვლის შესახებ.