ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ჟენევაში მოლაპარაკებების 24-ე რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სეპარატისტთა დელეგაციას მოლაპარაკებებში მათი ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ჯიოევი ხელმძღვანელობს. სეპარატისტები ჟენევაში კვლავ საქართველოსთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე აპირებენ მსჯელობას.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მოირგი რაუნდი 26-27 ივნისს გაიმართება.