დღეს ფოთის საზღვაო აკვატორიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფრეგატი "ჯონ ელ ჰოლი" შემოვიდა.
ფრეგატი ფოთის აკვატორიაში სამი დღის განმავლობაში დარჩება.
გემის ეკიპაჟის წევრები ტრეინინგებს სანაპირო დაცვის ფოთის სამმართველოს თანამშრომლებს ჩაუტარებენ. გაიმართება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლება.
გემი ფოთს 1 მარტს დატოვებს და დრეიფზე ბათუმში დადგება.
გემის სიგრძე 132 მეტრს შეადგენს. მასზე 150-კაციანი ეკიპაჟი იმყოფება.
შეერთებული შტატების პირველი სამხედრო გემი ქართულ აკვატორიაში 2008 წლის შემოდგომაზე შემოვიდა.