გაზეთ "ვერსიის" კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი თანამდებობიდან წასვლის შესახებ პრემიერ-მინისტრს უკვე ესაუბრა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი სუბარის პოსტიდან გათავისუფლებას არ ჩქარობს.
"ვერსიასთან" საუბარში სოზარ სუბარი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მან თავისი მისია უკვე შეასრულა.
"ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებ, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემი მისია სისტემაში უკვე შევასრულე და გავაკეთე ის, რაც ყველაზე მეტად მინდოდა- პენიტენციალურ სისტემას უფლებადამცველის ხელი დაეტყო. რეფორმების პირველი ნაწილი უკვე განვახორციელე, სისტემა გაადამიანურდა და ახლა სიამოვნებით მოვკიდებ ხელს სხვა საქმეს",- აცხადებს სოზარ სუბარი.