,,მარიხუანასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები ცვლილებას საჭიროებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას.
,,აშკარაა, რომ ის რეგულაციები, რაც არსებობს, საჭიროებს ცვლილებას, მაგრამ ამ ცვლილებებს სჭირდება კარგად გაანალიზებული, გააზრებული და რაც მთავარია სწორად რისკებგათვლილი მოქმედებები, თუ რას გამოწვევს ესა თუ ის ქმედება. გარწმუნებთ, არავისზე ნაკლებად არ გვესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად და ეფექტურად გადაიჭრას ეს საკითხი", - განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილ შენობასთან, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარეობს.