ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ სკვერში აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა საქველმოქმედო აქცია- კონცერტს გამართეს .
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო და პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღე მიულოცა.
კონცერტში მონაწილეობას მიიღეს აფხაზეთის და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ბავშვთა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა . ასევე მოეწყო ასფალტზე ხატვის კონკურსი და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ქველმოქმედების სახით შემოსული თანხა მსოფლიო ბავშვთა ფონდში გადაირიცხება.
კომპანია ,,ბარამბო" აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
საქველმოქმედო კონცერტი აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ბილისის მთაწმინდის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით და კინოცენტრი ,,აფხაზეთი'' და აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირი ,,მომავლის ხმა"-ს ორგანიზებით მოეწყო..